ზარალის შეფასება

სადაზღვევო კომპანიებს, ბანკებს

Express Service გთავაზობთ  CASCO-ს ზარალის დათვლას, დეფექტური აქტების შედგენასა და ნარჩენი ღირებულების დათვლას სპეციალურ ფასად: 40 ლარი დღგ-ს ჩათვლით.

ავტომანქანის სრული დათვალიერება და დეტალური დასურათება, საჭირო ავტონაწილების და ხელობის ფასების, ასევე აღდგენის ვადის დადგენა, დეტალური კალკულაციისა და დეფექტური აქტის მომზადება (იხ.ნიმუშები PDF).

დეფექტური აქტი

დეტალური კალკულაცია

და რაც მთავარია : კომპანია  Express Service   იღებს პასუხისმგებლობას შეასრულოს აღდგენითი სამუშაოები დეფექტურ აქტში მითითებულ ფასში.

პროცედურა:

1) გადმოაგზავნეთ დაკვეთა  დეფექტური აქტის მომზადებაზე  ქვემოდ მითითებული საფოსტო ველის საშუალებით.

2) მიუთითეთ ავტო-სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი, მარკა, მოდელი, გამოშვების წელი და VIN-კოდი.

3) მიუთითეთ ავტო-სატრანსპორტო საშუალების მდებარეობა და საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი (მობილური), ვისი მითითებითაც შესაძლებელი იქნება ჩვენი ექსპერტის ადგილზე გასვლა და დათვალიერება (იმ შემთხვევაში თუ ავტომობილი არ დადის და ვერ ხერხდება ჩვენს ავტო-სერვიში მისი მოყვანა).

* შენიშვნა: თუ დეფექტური აქტის მომზადება სასწრაფოა, მცირე დაზიანების შემთხვევაში ზარალის დათვლა შესაძლებელია ფოტო მასალითაც.

4) იმავე დღეს თქვენ მიიღებთ ნომრიან ინვოისს დეფექტური აქტის მომზადებაზე (თანხის ჩარიცხვისას ინვოისის ნომრის მითითება სავალდებულოა). თანხის ჩარიცხვიდან უმოკლეს ვადაში გადმოგეგზავნებათ დეტალური კალკულაცია და დეფექტური აქტი.