LOVATO

„ლოვატო“ დაფუძნდა იტალიის ქალაქ ვიჩენცაში 1958 წელს. ნახევარ საუკუნეზე მეტია ლოვატო პროდუქციის განვითარებაზე მუშაობს. დღესდღეობით ლოვატო ავტოგაზის აპარატურის მწარმოებელთა ტოპ სამეულში შედის და გამოირჩევა ხარისხით, ხელმისაწვდომი ფასებითა და გაყიდვების დიდი მოცულობით. მსოფლიოს სამოცზე მეტ ქვეყანაში, ხუთ მილიონზე მეტი მანქანა ლოვატოს აპარატურითაა აღჭურვილი. ლოვატო დიდი პოპულარობით სარგებლოს ევროპასა და ყოფილ საბჭოთა კავშირის წევრ ქვეყნებში. ლოვატოს პარტნიორები არიან ისეთი ავტომწარმოებლები, როგორიცაა: OPEL, PEUGEOT, CITROEN, VOLKSWAGEN, RENAULT, MARUTI, SUZUKI, TATA, UAZ, რაც იმას ნიშნავს რომ ქარხნულად დამზადებული ყველა ეს ავტომობილი ლოვატოს ავტოგაზის სისტემას იყენებს.

easyfast_system_1_1
prod_gpl_auto_1_1

კომპანია ლოვატოს მინიჭებული აქვს ISO TS 16949 და ISO 9001 / VISION სერთიფიკატები. ლოვატოს ლაბორატორია სერთიფიცირებულია DEKRA-ს მიერ გერმანიაში.

თითოეული კომპლექტი, რომელიც იგზავნება მსოფლიოს სამოცზე მეტ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც, შემოწმებულია ლოვატოს ლაბორატორიაში და აკმაყოფილებს ISO სტანდარტებს.

იხილე მონტაჟი